"ჩვენი ბიზნესი სიკვდილია და ბიზნესი კარგად მუშაობს" - ეს კრემლის და რუსული სპეცსამსახურების მიერ მართული გასამხედროებული ორგანიზაცია ვაგნერის დევიზია. ვაგნერელები არიან ყველგან, სადაც რუსეთის ჰიბრიდული ომის პარალელურად არალეგალურად იარაღითაც იბრძვიან, კლავენ და სახელმწიფოებრიობას ანგრევენ. ამჯერად პუტინის ვაგნერელების სამიზნე მოსკოვის ორბიტისგან საბოლოოდ თავის დაღწევის პროცესში მყოფი უკრაინა აღმოჩნდა.ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი პუტინის ქილერებს ანეიტრალებს ჩვენ კი სიკვდილის ბიზნესმენს საზღვრებს ფართოდ ვუღებთ და თბილისის ქუჩებში ფოტოსესიის მოწყობის საშუალებას ვაძლევთ - სპეცოპერაცია ავენიუ ვაგნერელების წინააღმდეგ.
სპეცოპერაცია ავენიუ - დროება
05 დეკ 202120:51
3 წუთის საკითხავი