logo
ENG



სპეცოპერაცია თბილისში - ფულის გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

12 დეკ 201907:38
3 წუთის საკითხავი
 
wubnftndbt28djt.jpg

გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცინცაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 2 პირი დააკავა. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები არიან 1966 წელს დაბადებული გ.ს. და 1974 წელს დაბადებული ლ.ნ. შსს-ს განცხადებით, ბრალდებულები თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქეს პოლიციის თანამშრომლების სტატუსით გაეცნენ და ატყუებდნენ, რომ თითქოს ერთ-ერთ მათგანს ინტერპოლი ეძებდა, რის შემდეგაც მუქარით ცდილობდნენ თურქეთის მოქალაქეებისთვის 20 000 აშშ დოლარის გამოძალვას. პოლიციამ დაკავებულებს ჩხრეკის დროს ნივთმტკიცების სახით დიდი ოდენობით თანხა და იარაღი ამოიღო. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ „ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  

 


close დახურვა