რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება დაიძაბა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გაუშვა.
პოლიცია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლსაც იყენებს.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოცნებამ რუსული კანონპროექტი მირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 13 წავიდა.
პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. შსს ირწმუნება, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს"
"პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი", - აცხადებენ შსს-ში.