სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირიდან პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე გადაინაცვლა.
ჩიტაძის ქუჩაზე გადასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
აქციის დარბევის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოქალაქეები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე. ამ წუთებში, დემონსტრანტებმა პარლამენტის წინა ტერიტორიაზე გადმოინაცვლეს.
სპეცრაზმმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დღეს რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.
პოლიციამ აქციაზე არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა. მათ შორის, საპროტესტო აქციაზე დააკავეს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც, რომელსაც პოლიციამ სასტიკად სცემა.
ადგილზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია.