logo
ENG



სტიქიის გამო, სოფელ ჭაქვინჯში მეწყრული პროცესები განვითარდა - ევაკუირებულია ერთი ოჯახი

09 სექ 202315:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/09/jo46ho3s4zfovg0.png

ძლიერი წვიმის გამო პრობლემები შეიქმნა სამეგრელოში - ზუგდიდსა და მის სოფლებში დატბორილია ქუჩები და საცხოვრებელი სახლის ეზოები.

სტიქიის გამო, სოფელ ჭაქვინჯში მეწყრული პროცესებიც განვითარდა, რის გამოც ერთი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო.

გუშინ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანას წყლის ნაკადი შემცირებულია - მათი თქმით, მოსახლეობა ამას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებს.

მერიის ცნობით, მდინარის მიმდებარედ მცხოვრებლები გააფრთხილეს, საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, ამაღამ საცხოვრებელ სახლებს გაერიდონ.

უამინდობის გამო, გუშინ პრობლემები შეიქმნა გურიის რეგიონშიც - ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ადიდდა მდინარეების კალაპოტები, ჩამოწვა და დაზიანდა სოფლებთან დამაკავშირებელი გზები - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტიქიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


close დახურვა