logo
ENG



სტოლტენბერგი: NATO-ზე ნებისმიერ თავდასხმას ერთიანი და ძლიერი პასუხი მოჰყვება

11 თებ 202420:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/11/9vkg0axowfuthpm.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსზე ნებისმიერ თავდასხმას ერთიანი და ძლიერი პასუხი მოჰყვება.

ასე სტოლტენბერგი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელიც NATO-ს წევრებს რუსეთის აგრესიის წაქეზებით დაემუქრა, თუ ისინი სამხედრო ხარჯებს არ გაზრდიან.  

ტრამპის თქმით, ერთ–ერთი ქვეყნის ლიდერს მან უთხრა, რომ წააქეზებდა რუსეთს, გაეკეთებინა ნებისმიერი რამ, თუკი ისინი არ გადაიხდიდნენ. 

სტოლტენბერგის შეფასებით, ტრამპის განცხადებებმა, შესაძლოა, აშშ-სა და ევროკავშირის უსაფრთხოებაზე იმოქმედოს და დასძენს, რომ NATO ყველა მისი მოკავშირის დასაცავად მზადაა. 

"ნებისმიერი ვარაუდი იმაზე რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის, აშშ-ს და ამერიკელ და ევროპელ სამხედროებს გაზრდილი რისკის ქვეშ აყენებს. ველი, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, აშშ NATO–ს ძლიერ და ერთგულ მოკავშირედ დარჩება", – განაცხადა სტოლტენბერგმა. 

ტრამპის განცხადება გააკრიტიკა თეთრმა სახლმაც და მას "შემაძრწუნებელი და შეუსაბამო" უწოდა. 


close დახურვა