logo
ENG



სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთი ისტორიულ შეცდომას დაუშვებს, თუ რუსეთს დახმარებას გაუწევს

05 აპრ 202319:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/05/xhko6xrk08ju2sf.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთი ისტორიულ შეცდომას დაუშვებს, თუ რუსეთს დახმარებას გაუწევს.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

"ჩვენ განვიხილეთ ჩინეთის მზარდი დაახლოება რუსეთთან. ჩინეთი უარს ამბობს რუსეთის აგრესიის დაგმობაზე, იმეორებს რუსულ პროპაგანდას. მოკავშირეებმა ნათლად იცოდნენ, რომ ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევა ისტორიული შეცდომა იქნებოდა, რომელსაც სერიოზული შედეგები მოყვებოდა", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.  

ჩინეთის ლიდერი რუსეთში 20 მარტს ჩავიდა. სი ძინპინი მოსკოვში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სი ძინპინთან უფრო მჭიდრო ორმხრივ პარტნიორობაზე ვერ შეთანხმდა.


close დახურვა