მარნეულში ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აქტივისტი ქანან ბაბაევია დაბარებული.
ადვოკატის, ალი ბადიროვის განცხადებით, აქტივისტი მოწმის სატატუსით დაიკითხება და ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ირგვილ გავნითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს.
„ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტები მიკავშრდებიან, რომლებიც სუს-ის შენობაში გამოკითხვაზე არიან დაბარებულები. ამჯერად, დაბარებულია ქანან ბაბაევი. ცოტა შეშინებული მომეჩვენა, მაგრამ ვუთხარი, რომ მოწმის სტატუსით უნდა გამოიკითხოს. დიდი ხანია ჩემი მეგობარია - ფეისბუქზეც. არ შემიმჩნევია განსაკუთრებული ცუდი სტატუსი, რომ დანაშაულის მაგვარი იყო“, - აცხადებს უფლებადამცველი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.
არსებობს ვერსია, რომ გამოძიების დაწყება, მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, სასულიერო პირის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება. თავად მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მიტროპოლიტის თქმით კი, მისი განცხადებები კანონიერია და არ აღვივებს არანაირ შუღლს. ის მოუწოდებს ასევე პროცესებში ჩაერთონ ისტორიკოსები და დამტკიცდეს, რომ ნარიმანოვის ძეგლის ადგილი მარნეულში არაა.
ამავე თემაზე: ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე გამოკითხეს.