ტაილანდში მომხდარი თავდასხმის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა.
შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ქვეყნის სამხრეთით საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს.
გაქცევამდე მათ ასაფეთქებელი მოწყობილობაც აამოქმედეს და მდევრების ჩამოსაშორებლად გზაზე ლურსმნები დაფანტეს.
სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა სეპარატისტების მოწყობილია, რომლებიც ქვეყნის სამხრეთით მდებარე სამი პროვინციის დამოუკიდებლობას და იქ ისლამური მმართველობის გამოცხადებას ითხოვენ.