logo
ENG



ტეხასში, დალასში მასობრივ სროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა

07 მაი 202313:10
3 წუთის საკითხავი
 
Reuters

ტეხასის ქალაქ დალასში, სავაჭრო მოლში შეიარაღებულმა კაცმა მასობრივი სროლა მოაწყო, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

Allen Premium Outlets მოლიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. თვითმხილველების თქმით, კაცი გამვლელებს განურჩევლად ესროდა.

თავდამსხმელი ადგილზე მყოფმა პოლიციის ოფიცერმა გაანეიტრალა. პოლიციის ცნობით, ის მარტო მოქმედებდა. 

BBC-ის ცნობით, ამჟამად საავადმყოფოში სულ მცირე 7 ადამიანია გადაყვანილი, მათგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

საავადმყოფოს ცნობით, მსხვერპლთა ასაკი 5-დან 51 წლამდე მერყეობს.

6 ადამიანი შემთხვევის ადგილას, 2 კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

თვითმხილველების გადაღებულ მასალებში ჩანს, რომ თავდამსხმელი შავ სამოსში იყო ჩაცმული და საბრძოლო შეიარაღება ჰქონდა. BBC-ის თქმით, ის AR-15-ის სტილის ავტომატურ იარაღს იყენებდა.

იარაღით თავდასხმების არქივის მიხედვით, აშშ-ში მხოლოდ 2023 წელს სულ მცირე 198 ისეთი მასობრივი სროლა მოხდა, რომლის შედეგადაც 4 ან მეტი ადამიანი დაიჭრა ან დაიღუპა. ეს ქვეყნისთვის 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


close დახურვა