logo
ENG



ტიკარაძე: ვაქცინაციის ფულადი წახალისება გაზაფხულზე რომ დაგეგმილიყო, მეტს გადავარჩენდით

04 დეკ 202100:16
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: ვაქცინაციის ფულადი წახალისება გაზაფხულზე რომ დაგეგმილიყო, მეტს გადავარჩენდით

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ 60 წელს ზემოთ მოსახლეობის ასაცრელად ფულადი წახალისების ღონისძიება არა შემოდგომაზე, არამედ უფრო ადრე, გაზაფხულზე უნდა დაგეგმილიყო, რაც, მინისტრით თქმით, მოსახლეობის საკმაოდ მაღარ რიცხვს გადაარჩენდა.

"მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ღონისძიება დაგეგმილიყო არა გვიან შემოდგომით, არამედ გაზაფხულზე, როდესაც ეროვნული კალენდრით ეკუთვნოდათ ვაქცინაცია ამ ადამიანებს. ეს მოგვცემდა საშუალებას, რომ ის ლეტალობები, რომელიც ჩვენ მთელი ეს პერიოდი გვქონდა აგვეცილებინა და ამ ადამიანების საკმაოდ მაღალ რიცხვს გადავარჩენდით." - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი ორის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა 8 ნოემბერს თქვა, რომ პენსიონერი, რომელიც პირველ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს, 200 ლარს მიიღებს.


close დახურვა