logo
ENG



ტიხანოვსკაია: ბელარუსი და ქართველი ხალხის მომავალი ევროპაშია და არა - რუსეთში

30 მაი 202411:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/30/lz68ak9109zdo94.jpg

"მე და ბელარუსი ხალხი თქვენ გვერდით ვართ", - ასე მიმართავს ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია საქართველოს მოქალაქეებს და მოუწოდებს, არ შეწყვიტონ ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ბელარუსი ოპოზიციონერი ამბობს, რომ როგორც საქართველოს, ასევე - ბელარუსის ადგილი ევროპაშია.

"რა თქმა უნდა, საქართველოც და ბელარუსიც იმსახურებს, რომ იყვნენ დამოუკიდებელი, ევროპელი ერები. ჩვენი ერების მომავალი ევროპაშია და არა - რუსეთთან. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნები, ორი ერი - ბელარუსი და ქართველი ხალხი - ცხოვრობდა იმპერიის ჩრდილში, რუსეთის იმპერიის ჩრდილში და ეს საკმარისია. ორივე ერი იმსახურებს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ევროპულ მომავალს", - ამბობს სვეტლანა ტიხანოვსკაია.

ის განმარტავს, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული რუსული კანონი ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

"ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯები იმისკენ, რაც მოხდა ბელარუსში, სადაც დღეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ლიკვიდირებულია, განადგურებულია თავისუფალი მედია, პოლიტიკური სივრცე ცარიელია... იმედი მაქვს, რომ ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი ერთად იპოვის გამოსავალს ევროპული მომავლისთვის", - ამბობს სვეტლანა ტიხანოვსკაია.


close დახურვა