logo
ENG



ტრამპი: წარმოუდგენელია, რომ ასეთი აქტი შეიძლება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში

14 ივლ 202413:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/14/ivtszyrfxct8zt3.jpg

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი თავდასხმის შემდეგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იგი მადლობას უხდის სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი რეაგირებისთვის.

იგი ასევე უსამძიმრებს თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს დაშავებულთა მიმართ.

მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ მსგავს აქტებს ადგილი ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

"მინდა მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს და სამართალდამცავ ორგანოებს პენსილვანიის ქალაქ ბატლერში მომხდარ სროლაზე სწრაფი რეაგირებისთვის. რაც მთავარია, მინდა მივუსამძიმრო აქციაზე დაღუპული და დაშავებული ადამიანების ოჯახებს. წარმოუდგენელია, რომ ასეთი აქტი შეიძლება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. მე მესროლეს ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამხვრიტა. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო. მესმოდა, როგორ ჩაიარა ტყვიამ, გასროლის ხმა და მაშინვე ვიგრძენი, როგორ გაიარა კანში ტყვიამ. ბევრი სისხლი წამომივიდა, ამიტომაც მივხვდი, რა ხდებოდა. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!", - განაცხადა ტრამპმა.


close დახურვა