logo
ENG



ტრასი: პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა იმიტომ, რომ უკრაინაში ომს აგებს

25 სექ 202221:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/25/9kciffea56xqxn7.jpeg

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ლიზ ტრასის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა იმიტომ რომ უკრაინაში ომს აგებს.

ტრასი ამბობს, რომ კრემლის ლიდერმა უკრაინაში ინტერვენციით შეცდომა სტრატეგიული დაუშვა.

"პუტინმა დაუშვა სტრატეგიული შეცდომა, მაშინ როდესაც უკრაინაში შეიჭრა. ვფიქრობ, რომ უკრაინელებმა მას ჭკუაში აჯობეს. ვნახეთ, რომ უკრაინელები აგრძელებენ წინააღმდეგობის გაწევას რუსებისთვის. ვფიქრობ, რომ პუტინი არ ელოდა თავისუფალი სამყაროსგან ასეთ რეაქციას. დასავლელმა ლიდერებმა არ უნდა უსმინონ პუტინის ყალბ მუქარებს, ამის ნაცვლად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ახალი სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინელების მხარდაჭერა", - თქვა ტრასმა CNN-თან ინტერვიუში.


close დახურვა