logo
ENG



ტრასმა მაკრონთან და მორავიეცკისთან პუტინის ომსა და უკრაინის დახმარებაზე ისაუბრა - ბრიტანეთი

11 სექ 202214:04
3 წუთის საკითხავი
 
ტრასმა მაკრონთან და მორავიეცკისთან პუტინის ომსა და უკრაინის დახმარებაზე ისაუბრა - ბრიტანეთი
RICHARD POHLE / THE SUNDAY TIMES

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, პრემიერ მინისტრი ლიზ ტრასი 10 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და პოლონეთის პრემიერს, მატეუშ მორავიეცკის ტელეფონით ესაუბრა და ორივე მათგანთან უკრაინის დახმარებისა და პუტინის ომის შედეგების წინააღმდეგ მუშაობაზე შეთანხმდა.

ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ იმ ენერგოკრიზისის წინააღმდეგ, ასევე სხვა უსაფრთხოებასთან, თავდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც პუტინის უსამართლო ომმა გამოიწვია. მხარეებმა დიდი ბრიტანეთი-საფრანგეთის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გააუსვეს ხაზი.

პრემიერ მორავიეცკისთან კი ტრასი ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდა, განსაკუთრებით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საკითხში.

პრეზიდენტმა მაკრონმა და პრემიერმა მორავიეცკიმ ლიზ ტრასს დედოფალი ელისაბედ II-ის გარდაცვალება მიუსამძიმრეს და აღნიშნეს, რომ დედოფალმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა არა მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოზე, არამედ მთელ სამყაროზე.


close დახურვა