logo
ENG



ტყის ხანძრებთან წარუმატებელი ბრძოლის გამო საბერძნეთის პრემიერმა ბოდიში მოიხადა

10 აგვ 202114:32
3 წუთის საკითხავი
 
ტყის ხანძრებთან წარუმატებელი ბრძოლის გამო საბერძნეთის პრემიერმა ბოდიში მოიხადა
Getty Images

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ტყის ხანძრებთან ბრძოლაში წარუმატებლობის გამო ბოდიში მოიხადა.

უკვე რამდენიმე დღეა საბერძნეთში ძლიერი ხანძრებია, რის გამოც ათასობით ადამიანს სახლის დატოვება მოუწია, ასობით მეხანძრე-მაშველი კი ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობს.

"შესაძლოა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო, მაგრამ ბევრ შემთხვევაში, ეს არ იყო საკმარისი", - თქვა პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა.

ძლიერი ხანძარი და კვამლია კუნძულ ევიაზე. ათობით ჰექტარი ტყე და სახლები განადგურებულია. მოსახლეობას კუნძულის დატოვება მოუწია.

მოსახლეობის ნაწილი ხანძარზე რეაგირების გამო უკმაყოფილოა და იმასაც აღნიშნავს, რომ არ ყოფნის ვერტმფრენები. პრემიერმინისტრის თქმით, ყველა ჩავარდნა გამოვლინდება.

ძლიერი ხანძრების მიზეზად პრემიერმინისტრმა კლიმატის ცვლილება დაასახელა. ივლისის ბოლოს ქვეყანაში 580 ხანძრის კერა გაჩნდა. ყველაზე დიდი კერა კუნძულ ევიაზეა, სადაც 650 მეხანძრე მუშაობს.

სტიქიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მოხალისე მეხანძრე.


close დახურვა