logo
ENG



უამინდობის გამო, საქართველოს რკინიგზამ რამდენიმე რეისი გააუქმა

14 დეკ 202400:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/14/ew223j6b62gc7up.jpg

უამინდობის გამო, საქართველოს რკინიგზამ რამდენიმე რეისი გააუქმა - 14 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები გაუქმდა.

ამასთან, საქართველოს რკინიგზა მგზავრობის საფასურს მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს. 

"ძვირფასო მგზავრებო. უღელტეხილზე არსებული უამინდობის, კერძოდ დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო, წიფის, მოლითისა და ხაშურის ქვესადგურებიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება საუღელტეხილო მონაკვეთს, რის გამოც სამგზავრო მატარებლები შეფერხებებით მოძრაობს. უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები. საქართველოს რკინიგზა მგზავრობის საფასურს მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს.

აქვე განვმარტავთ, რომ რკინიგზის სალაროებსა და კომპანიის ვებგვერდზე შეძენილი ბილეთების დაბრუნება მოხდება საქართველოს რკინიგზის სალაროებში 10 დღის ვადაში. რაც შეეხება სხვა ვებგვერდებზე შეძენილ ბილეთებს, მათი დაბრუნება მოხდება ონლაინ რეჟიმში 10 დღის განმავლობაში. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - ვკითხულობთ საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.


close დახურვა