დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელის მაიკ უიგსტონის განცხადებით, ბრიტანელი მფრინავები ინტენსიურ წვრთნებს გადიან გაერთიანებული სამეფოსა და მისი ნატო-ს მოკავშირეებისადმი რუსეთის პოტენციური საფრთხის მოსაგერიებლად.
როგორც სამხედრო ძალების ხელმძღვანელმა აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახლო სამანევრო ბრძოლის პრაქტიკას, რადგან მისივე თქმით, ბრიტანელ მფრინავებს ახლო ბრძოლის დიდი გამოცდილება არ აქვთ.
"არანაირი ეჭვი არ მაქვს რომ რუსეთი პირდაპირი და აშკარა საფრთხეა, რომლის მოგერიებისთვისაც ჩვენ ამ წვრთნებს ვატარებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა და შეკავების პოლიტიკა იმუშავებს, თუმცა თუ დადგება დღე, როდესაც რუსეთი გააჩაღებს აგრესიას ნატო-ს წევრი ქვეყნის მიმართ, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. დღეს რუსეთი არის ყველაზე აშკარა საფრთხე ბრიტანეთისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის - უბრალოდ შეხედეთ მის ქმედებებს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მანამდე საქართველოშიც. ყველაფერი მიდის იქით, რომ უნდა გვქონდეს გაწვრთნილი მფრინავები, რომლებსაც ექნებათ გამოცდილება და უნარები ნებისმიერი სიტუაციისთვის. ", - თქვა BBC-ი ცნობით უიგსტონმა.