logo
ENG



უკრაინა: კიევზე დრონებით თავდასხმის შედეგად არის მსხვერპლი

08 მაი 202308:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/08/q4hkgt9wdy0w4la.png

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა ღამით კიევზე დრონებით თავდასხმის შედეგად.

"სამი დაშავდა სოლომენსკის რაიონში აფეთქების ადგილზე, ერთი კი სვიატოშინსკიში. სამედიცინო დახმარება ადგილზეა. ორი დაზარალებული სვიატოშინსკის რაიონში გადაიყვანეს საავადმყოფოში." - წერს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.

კლიჩკოს თქმით, დრონების ნამსხვრევები სვიატოშინსკის რაიონში ორსართულიან შენობას დაეცა.

საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე 30-ზე მეტი მტრის "შაჰედი" ჩამოაგდეს.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ აფეთქებების ხმა კიევშიც გაიგეს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მოქმედებდა.

 


close დახურვა