logo
ENG



უკრაინა გერმანიას სთავაზობს, ლენდ-ლიზის კანონი მიიღოს, როგორც აშშ-მა - ელჩი

01 მაი 202217:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/01/ly9ei8o6j37cz84.png

უკრაინის ელჩი ანდრეი მელნიკოვი გერმანიას სთავაზობს ამერიკის შეერთებული შტატებისგან მაგალითი აიღოს და ლენდ-ლიზის კანონი მიიღოს. მელნიკოვმა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში იმაზე ისაუბრა, თუ როგორ მხარდაჭერას ელოდება უკრაინა გერმანიისგან.

"ვისურვებდით გვენახა 88 ერთეული ლეოპარდის ტანკი, 100 ერთეული ქვეითი საბრძოლო მანქანა მარდერი და ბევრი სხვა სამხედრო ტექნიკა. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, აზრების დალაგებაა. ჩვენ ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ომს გავდივართ ევროპაში. ვეღარ გავიმარჯვებთ 30 ან 100 ტანკით. გერმანული კანონი ლენდ-ლიზზე, როგორც ამერიკაში, და ხანგრძლივი თანამშრომლობა რუსეთის წინააღმდეგ, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი", - თქვა მელნიკმა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მხარი დაუჭირა "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტის" მიღებას. ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისცემს შესაძლებლობას უკრაინას უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას.

ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები.

 


close დახურვა