logo
ENG



უკრაინა და უნგრეთი უახლოეს მომავალში ზელენსკისა და ორბანის შეხვედრისთვის ემზადებიან

28 დეკ 202321:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/28/0snzekzzh2wlejk.jpg

უკრაინა და უნგრეთი უახლოეს მომავალში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრისთვის ემზადებიან. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაწერა.

დეკემბერში ევროკავშირის ყველა ქვეყანა, უნგრეთის გარდა, უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა. ბლოკის ლიდერებმა ორბანის პოზიცია დაძლიეს იმით, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს უნგრეთის ლიდერს დარბაზის დატოვება შესთავაზეს.

თუმცა ევროპელმა ლიდერებმა ორბანის წინააღმდეგობის გამო ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის გამოყოფა ვერ შეძლებს. მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ საკითხს პირველ თებერვალს დაუბრუნდებიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიაატროსთან ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

"ჩვენ ვმუშაობთ ორი ლიდერის შეხვედრის ორგანიზებაზე უახლოეს მომავალში", - თქვა ერმაკმა.

მისივე თქმით, საუბარი ასევე ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის პროგრესს შეეხო.


close დახურვა