logo
ENG



უკრაინა დონეცკის ოლქიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციას დაიწყებს

30 ივლ 202222:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/30/xvdleeff34cwds9.jpg

უკრაინა დონეცკის ოლქის კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციას დაიწყებს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა გააკეთა.

ის დონბასიდან მოქალაქეების ევაკუაციის შტაბს უხელმძღვანელებს. მინისტრთა კაბინეტმა შტაბის შექმნის გადაწყვეტილება 29 ივლისს მიიღო.

როგორც ვერეშჩუკმა აღნიშნა, ასეთი შტაბის შექმნის მოთხოვნით ხელისუფლებას ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ მიმართა.

"თუ ვინმე უარს იტყვის სავალდებულო ევაკუაციაზე, მას მოუწევს შესაბამის ბლანკზე ხელის მოწერა, რომ ის იაზრებს ყველა არსებულ საფრთხეს, შესაძლო შედეგს და იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ სიცოცხლეზე. დონეცკის ოლქში გაზის მიწოდება შეწყვეტილია. რამდენჯერმე მოხდა მილების რემონტი, თუმცა მტერი აგრძელებს მილების დაზიანებას. ერთი სიტყვით დონეცკში, ზამთრის პერიოდში სითბო არ იქნება", - თქვა ვერეშჩუკმა.


close დახურვა