უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებსგან 3 ერთეული Mi-17-ის ტიპის ვერტმფრენი მიიღო. აღნიშნული ვერტმფრენების მიწოდება ამერიკის სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში მოხდა, რომელიც 800 მილიონ დოლარს მოიცავს.
ასევე უკრაინამ უკვე მიიღო 155 მმ-იანი ჰაუბიცების 209 ათასი ჭურვის 60%, რომელიც ქვეყანას ამავე პაკეტის ფარგლებში უნდა მიეღო.