logo
ENG



უკრაინამ ბუჩაში მოქალაქეების მკვლელობაში 1-ლი რუსი ბრალდებული სამხედროს ვინაობა დაადგინა

02 მაი 202219:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/02/zcsg6vaiyh8qfy7.jpg

უკრაინის პროკურატურამ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში პირველი რუსი ბრალდებული სამხედროს ვინაობა დაადგინა.

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიკტოვას თქმით, ის რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფის მეთაური, სერგეი კოლოცეია.

"გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ კოლოცეი 29 მარტს აწამებდა და აიძულებდა კიდევ ერთ მშვიდობიან მოქალაქეს, რომ რუსული ჯარის წინააღმდეგ ბრძოლა ეღიარებინა. მან ჩაიყვანა პროუკრაინულად განწყობილი მოქალაქე სარდაფში, სადაც სცემდა ხელებით და ავტომატით. შემდეგ ის გაჰყავდათ თითქოს მოსაკლავად და ყურთან ისროდნენ იარაღს, რათა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ემოქმედათ", - თქვა ვენედიკტოვამ. 

როგორც ვენედიკტოვამ აღნიშნა, იყენებდნენ წამების კიდევ ერთ მეთოდს - მას აიძულებდნენ, რომ ცხედრისთვის ესუნა. შეგროვილ მტკიცებულებებსა და დაზარალებულის ჩვენებებზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ დამნაშავე სწორად კოლოცეია.

პროკურატურამ დაადგინა, რომ კოლოცეი დამნაშავეა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში და ასევე სხვა ომის დანაშაულებში, რომელიც განზრახ მკვლელობას მოიცავს.


close დახურვა