უკრაინის საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით მედვედჩუკის ოჯახის ქონება დააყადაღეს.
13 აპრილს ლვივის ლიჩაკივის რეგიონულმა სასამართლომ სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურისა და სახელმწიფო პროკურორის ოფისის მიმართვის საფუძველზე მედვედჩუკის ოჯახის უძრავი და მოძრავი ქონება, დამატებით 154 ობიექტი დააყადაღა.
დაყადაღებული ქონება მოიცავს - 26 მანქანას, 30 მიწის ნაკვეთს, 23 სახლს, 32 ბინას, 17 პარკინგის სივრცეს და 1 მოტორიზებული იახტას.
ოჯახს 25 კომპანიაში კაპიტალის წილიც ჩამოართვეს, რომელთა მფლობელიც მედვედჩუკის ცოლია.
აღსანიშნავია, რომ მედვედჩუკის ცოლმა, ოქსანა მარჩენკომ ჩაწერა ვიდეო მიმართვა თურქეთის პრეზიდენტისადმი, სადაც ერდოღანს ქმრის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს. მარჩენკოს თქმით მედვედჩუკი „უკანონოდაა მძევლად აყვანილი და უცნობ ადგილას ჰყავთ“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგამოძიებო სამსახურებმა და პროკურორის ოფისმა, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აქამდეც დააკავეს და დააყადაღეს მედვედჩუკის იახტა და სხვა ქონება.
შეგახსენებთ, რომ „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ლიდერი, პუტინის შვილის ნათლია ვიქტორ მედვედჩუკს ღალატსა და ტერორისტულ საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობაში ედება ბრალი.
უკრაინას რადას პრორუსი დეპუტატი და პუტინთან დაახლოებული, ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს.
უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ივან ბაკანოვი პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის თქმით, რუსეთი ცდილობდა, მედვედჩუკი ჯერ დნესტრისპირეთში გადაეყვანა, შემდეგ კი - მოსკოვში. თუმცა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაქცეული დეპუტატი გზაში, კიევის რეგიონიდან გამგზავრებისას დააკავა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს შესთავაზა, რომ პუტინის მეგობარი, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაცვალონ.
რადას პრორუსი დეპუტატი მედვედჩუკი უკრაინაში მოსკოვის იდეების გამავრცელებელი და რუსეთის ინტერესების ლობისტია. ის ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის ლიდერია. რუსეთის პრეზიდენტი კი მისი შვილის ნათლიაა.
მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. რუსეთის თავდასხმის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ცოლი ბელარუსში გაიქცა, მოგვიანებით გაიქცა მედვედჩუკიც.