უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიკოლაევის ოლქში რუსი ოკუპანტების ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.
პივდნის დანაყოფის ინფორმაციით, რაკეტა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენიდან გაისროლეს.
სამხედროები ამბობენ, რომ რუსული ტერიტორიიდან, შავი ზღვიდან და ოკუპირებული ყირიმიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხე კვლავ მაღალია. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საჰაერო განგაშის სიგნალები არ უგულებელყონ.