logo
ENG



უკრაინამ რუსების ტყვეობიდან 107 სამხედრო დააბრუნა, მათი უმეტესობა აზოვსტალის მცველია

03 ნოე 202219:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/03/eu04chq3wojtk01.png

უკრაინამ რუსების ტყვეობიდან 107 სამხედროს დაბრუნება შეძლო. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

ერმაკის თქმით, ტყვეობიდან დაბრუნებულების უმეტესობა აზოვსტალის მცველები არიან.

"ჩვენ დავაბრუნეთ სახლში ბევრი დაჭრილი სამხედრო. კერძოდ, შევძელით გაგვეცვალა და დაგვებრუნებინა მძიმედ დაჭრილები მარიუპოლიდან, აზოვსტალიდან. ძირითადი დაზიანებები მათ კიდურებში აქვთ მიღებული, ასევე ზოგს ამპუტირებული აქვს ხელი ან ფეხი, ზოგიერთს სხვადასხვა სიმძიმეს დამწვრობები აღენიშნება. ბევრ ჩვენ სამხედროს ჭრილობები ჯერ კიდევ მარტის თვეში აქვს მიღებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ.

დავაბრუნეთ 6 ოფიცერი, 101 რიგითი და სერჟანტი. ისინი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ასევე საზღვაო ფლოტის სამხედროები, ეროვნული გვარდიის წევრები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები და სხვა დანაყოფების წევრები. დავაბრუნეთ რამდენიმე მოხალისე, რომელიც მარიუპოლში საბრძოლველად იყო წასული. რაც შეეხება აზოვსტალის მცველებს - 74 მცველი დავიბრუნეთ", - ამბობ ერმაკი.


close დახურვა