logo
ENG



უკრაინამ რუსული ფლაგმანი მოსკვა თავის წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა

22 აპრ 202220:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/22/oqbby39gkrgoflp.jpeg

უკრაინამ რუსული ფლაგმანი მოსკვა თავის წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კრეისერი მოსკვა ქვეყნის მემკვიდრეობის რეესტრში შეიყვანეს და ნომერი - 2064 მიანიჭეს.

"ტურისტები, რომლებსაც ჩაძირული რუსული კრეისერის დათვალიერება მოუნდებათ, ამას ოდესიდან 80 მილის მოშორებით შეძლებენ. იუნესკოს კონვენციის თანახმად, უკრაინის სახელმწიფოს ეკონომიკური საქმიანობის არეალში ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი კვალი უკრაინას ეკუთვნის", - წერია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ინფორმაცია, რომ კრეისერი იწვოდა, 13 აპრილს რამდენიმე უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გაავრცელა. 

ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსულ სარაკეტო გემს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები "ნეპტუნი" ესროლეს და ხანძარიც სწორედ ამან გამოიწვია. 

ხომალდზე ხანძრის გაჩენის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. ისინი აცხადებდნენ, რომ საბრძოლო მოსკვაზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქებამ გამოიწვია.

ეს ის საბრძოლო გემია, რომელსაც კუნძულ ზმეინიდან უკრაინელმა ჯარისკაცმა მიმართა: "იდი ნა ხ*ი". 

კრეისერი სევასტოპოლის ყურეში იყო გაჩერებული. მასზე ეკიპაჟის 510 წევრი იმყოფებოდა. 

სამხედრო ხომალდი "მოსკვა" 2008 წელს რუსეთმა საქართველოზე თავდასხმაშიც გამოიყენა. 


close დახურვა