უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი რუსეთის მხრიდან ოდესაზე თავდასხმას ეხმაურება. მისი თქმით, კრემლი აგრძელებს საკვების იარაღად გამოყენებას. ამის შესახებ ბრინკმა ტვიტერზე დაწერა.
„აღმაშფოთებელია. რუსეთი ოდესის საპორტო ქალაქს აგრიკულტურული ექსპორტების შესახებ შეთანხმების მიღწევიდან 24 საათზე ნაკლებ დროში თავს დაესხა. კრემლი აგრძელებს საკვების იარაღად გამოყენებას. რუსეთი პასუხისგებაში უნდა მიეცეს“ - წერს ბრინკი.
Outrageous. Russia strikes the port city of Odesa less than 24 hours after signing an agreement to allow shipments of agricultural exports. The Kremlin continues to weaponize food. Russia must be held to account.
უკრაინიდან ხორბლის გატანის შესახებ კიევის და მოსკოვის შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა.
პარასკევის შეთანხმებით, რუსეთმა პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ.
შეთანხმება გაერომ დაახასიათა, როგორც იმედის სხივი რამდენიმეთვიანი ომის პირობებში.
უკრაინის არმიის სამხრეთ სარდლობამ განაცხადა, რომ 23 ივლისს, გამთენიისას ოდესის პორტში 2 ბომბი ჩამოვარდა, კიდევ 2 კი საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა.