უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა, რომელიც რუსეთის მხრიდან თავდასხმის მხარდამჭერი სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავს.
კანონპროექტის თანახმად, რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდამჭერი სიმბოლოს დამზადება, გავრცელება და საჯარო გამოყენება შესაძლოა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს. დოკუმენტში წერია, რომ აღნიშნულ სიმბოლიკებში შედის დროშები, სიმბოლოები, გამოსახულებები ან სხვა ატრიბუტები, სამახსოვრო ნიშნები, წარწერები, რომლებიც ასახავს სიმბოლოებს, რომლებიც განთავსებული იყო რუსეთის ფედერაციის სამხედრო აღჭურვილობაზე აგრესიის დროს.
დაზუსტებულია, რომ სიმბოლიკის აკრძალვა ვრცელდება სუვენირებზეც. გამონაკლისი იქნება, სამუზეუმო ექსპოზიციები, თემატური გამოფენები, სასწავლო პროცესი, კერძო კოლექციები, არქივები და ა.შ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მოუწოდა სახელმწიფოებს, რომ "Z" სიმბოლოს კრიმინალიზაცია მოახდინონ, როგორც რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის საჯარო მხარდაჭერის საშუალება.