logo
ENG



უკრაინაში ჰაკერებმა რადიო დაჰაკეს და ეთერში გამოაცხადეს თითქოს ზელენსკი რეანიმაციაშია

21 ივლ 202216:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/21/0xr6v8tglnke0pa.png

უკრაინაში ჰაკერებმა რადიოჰოლდინგი TAVR Media დაჰაკეს და პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს, რომ თითქოს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რეანიმაციაშია გადაყვანილი. პრეზიდენტის ცუდად ყოფნის ფაქტი დეზინფორმაციაა.

"დღეს ჩვენი რაიოჰოლდინგის სერვერებსა და ქსელებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამ დროისთვის შესაბამისი ტექნიკური სამსახური მუშაობს პრობლემის მოგვარებაზე. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯანმრთელობაზე სიმართლეს არ შეესაბამება", - ამბობენ TAVR Media-ში.

"ყურადღება! სასწრაფო ინფორმაცია. ვოლოდიმირ ზელენსკი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაშია გადაყვანილი. მის მოვალეობებს რადას თავმჯდომარე ასრულებს" - ეს შეტყობინება გავიდა რადიო სადგურის ეთერში. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ განახორციელა კიბერთავდასხმა.


close დახურვა