logo
ENG



უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხერსონში ჯამში 400 კვადრატულ მეტრზე მეტი გაათავისუფლეს

06 ოქტ 202220:49
3 წუთის საკითხავი
clock 504
2022/10/06/1ztakbenibh97n7.jpg

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხერსონის რეგიონში ჯამში 400 კვადრატულ მეტრზე მეტი გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის პრესმდივანი ნატალია ჰუმენიუკი ავრცელებს.

"ჩვენი წარმატება საკმაოდ დამაჯერებელია. მიმართულებებს ჩვენ არ ვასახელებთ, თუმცა ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია უკვე 400 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია ხერსონის ოლქში. და ჩვენ წინ მივიწევთ", - თქვა ჰუმანიუკმა.

5 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა ძალებმა ხერსონში კიდევ 8 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული დასახლებებია: ლუბიმოვკა, კრეშჩენოვკა, ზოლოტა-ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, დავიდოვ-ბროდი, დიდი და პატარა ალექსანდროვკა.

ფრონტის ხაზის გარღვევა და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები - რა ხდება ხერსონში

 


close დახურვა