logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: მტერმა შაჰედ-136 დრონებით მორიგი მასიური დარტყმა განახორციელა

22 მარ 202312:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/22/eepus4ssgwyzndl.png
ГСЧС Украины

უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა ღამით შაჰედ-136 დრონებით მასიური დარტყმა განახორციელეს. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდასხმის მოგერიების შედეგად, 21 დრონიდან 16 ჩამოაგდეს.

"ამ ღამით, 22 მარტს, მტერმა მორიგი მასიური საჰაერო დარტყმა განახორციელა შაჰედ-136 დრონებით. წინასწარი ინფორმაციით, 21 თვითმფრინავიდან 16 ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს." - ნათქვამია განცხადებაში.

თავდასხმის შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სიტუაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
კიევში, ქალაქის ირგვლივ საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი ყველა სამიზნე განადგურდა, განაცხადა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ.


close დახურვა