logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: მძიმე ბრძოლა გრძელდება, გუშინ მტერთან 30-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა

10 ივლ 202313:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/10/94fjt3suwbnkjoc.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გუშინ, დღის განმავლობაში მტერთან 30-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა.

"უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ. მათ ამ მიმართულებებზე გარკვეული წარმატება აქვთ. რუსი ოკუპანტები აგრძელებენ თავიანთი ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. მძიმე ბრძოლები გრძელდება, [გუშინ] დღის განმავლობაში მტერთან 30-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის თქმით, ბახმუტის მიმართულებით მტერი წინ მიიწევდა, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები დონეცკის ოლქის დუბოვო-ვასილევკას დასახლების მიდამოში. ამასთან, მტრის საარტილერიო დაბომბვის შედეგად 15-ზე მეტი დასახლება დაზარალდა.

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 234 480 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა