უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, რუსეთს აქვს ეკონომიკური რესურსი, რომ ომი ამ ტემპებით კიდევ ერთი წელი გააგრძელოს.
როგორც დაზვერვაში აცხადებენ, კრემლის ხელმძღვანელობა შეეცდება ომი დროებით გაყინოს, რათა დასავლეთი სანქციების მოხსნაში დაარწმუნოს, თუმცა შემდეგ აგრესიას გააგრძელებს.
"რუსეთის ეკონომიკური რესურსები ოკუპანტ ქვეყანას აძლევს საშუალებას ამჟამინდელი ტემპით ომი კიდევ ერთი წლის განმავლობაში გააგრძელოს. რუსეთის მიზანი "მთელი უკრაინაა და არა მხოლოდ უკრაინა", - ამბობენ დაზვერვაში.