logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: ყირიმში, დივერსიის შედეგად, ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა

29 ივლ 202315:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/29/pph217p1fofhx2d.png

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, გუშინ საღამოს, ოკუპირებულ ყირიმში რუსული საბრძოლო მასალის საცავში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

მათივე თქმით, ეს დივერსიის შედეგი იყო.

"დაახლოებით საღამოს 10 საათზე, დროებით ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა იყო. თვითმხილველებმა ჯერ 2 აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ კი საბრძოლო მასალის დეტონაციის ხმებიც", - ამბობენ დაზვერვაში.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

დაზვერვის ცნობით, ამ დროისთვის ადგილზე ოკუპანტების 810-ე ბრიგადაა დისლოცირებული. დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.


close დახურვა