ახლა ჩემი შვილი, იქ ბომბების ქვეშაა. მე არ მყოფნის ძალა გამოვხატო, როგორ ვერ ვიტან ქვეყანას, რომელიც მოვიდა ჩემს მიწაზე და უნდა, რომ დაიპყროს. თუ ვინმეს არ სჯერა რომ ჩვენ იქ გვკლავენ, არ ვიცი, მე შემიძლია სურათები ვაჩვენო ბავშვების, რომლებსაც უბრალოდ ესვრიან. ისინი არ არიან ადამიანები, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაჩეროთ ისინი. მე არ ვიცი რა გავაკეთო, არ ვარ პოლიტიკოსი, მე მხატვარი ვარ. შეიძლება არ შემიძლია ლამაზად საუბარი, თუმცა ჩემი ბავშვისთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ქვეყნისთვის მათ უბრალოდ გავგლეჯ. მივმართავ რუს დედებს, რომ არ გაუშვან შვილები სასიკვდილოდ, არ გესმით, ჩვენ ბოლომდე ვიდგებით. ვიცი, რომ რუსეთში 800 000 ქართველი ცხოვრობს და მჯერა, როგორ რცხვენიათ. დიდი მადლობა ყველას, რომ აქ დგახართ, მაგრამ ჩვენ იქ ვდგავართ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვისაც.
უკრაინის ელჩის ცოლი აქციაზე: მადლობა, რომ აქ დგახართ
01 მარ 202223:21
3 წუთის საკითხავი