უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის ალექსანდრ მოტუზიანიკის განცხადებით, რუსეთმა შავ ზღვაში 16 რაკეტა - კალიბრი გასაშვებად მოამზადა.
როგორც მატუზიანიკმა აღნიშნა, შავი ზღვის აკვატორიაში არის ორი სამხედრო გემი, სადაც ჯამურად განლაგებულია ხსენებული რაკეტები და მოყვანილია მზადყოფნაში.
ასევე, მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის დაჯგუფება აგრძელებს სამოქალაქო გემების და უკრაინის პორტების იზოლაციას.