უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა.
ზელენსკი სოფელ რაბოტინოში უკრაინის შეიარაღებული ძალების 65-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცებს შეხვდა და ისინი მედლებით დააჯილდოვა.
"[უკრაინის] დამცველებს ვესაუბრე, მათ მადლობა გადავუხადე და სახელმწიფო ჯილდოები გადავეცი. დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მათ მხრებზე დგას რთული, გადამწყვეტი მისია - მტრის უკან დახევა და უკრაინის დაცვა", - თქვა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკი აღნიშნავს, რომ ზაპოროჟიეს ოლქში უსაფრთხოების ვითარების შესახებ შეხვედრა გამართა და სამხედრო სარდლობის ხელმძღვანელების მოხსენებები მოისმინა.