logo
ENG



უკრაინის პრეზიდენტმა 43 ფიზიკურ პირსა და 100-ზე მეტ კომპანიას სანქციები დაუწესა

23 დეკ 202316:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/23/lj0kiyts4p5m54t.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 43 ფიზიკურ პირსა და 119 კომპანიას სანქციები დაუწესა.

ზელენსკიმ სანქციები იმ პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ დააწესა, რომლებიც უკრაინის ინტერესებს აზიანებენ. სანქცირებულთა სიაში რუსეთის მოქალაქეებთან ერთად კვიპროსის, უკრაინისა და ლატვიის მოქალაქეები მოხვდნენ.

ამასთან, სანქცირებულთა სიაში მოხვდა კომპანია "ავტოდელ გაზ", რომელიც ოკუპირებულ ყირიმში ოპერირებს.

ყველა სანქცირებულ კომპანიას უკრაინის ტერიტორიაზე აქტივები დაებლოკება, სავაჭრო ოპერაციები შეუჩერდება და ამავდროულად, ლიცენზიები გაუუქმდება.


close დახურვა