საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, გაოცებულები არიან საქართველოს ცალკეული წარმომადგენლების კომენტარებით, რომელიც საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრაინის მოვლენებს აკავშირებს.
"გაოცებულები ვართ საქართველოს ცალკეული წარმომადგენლების კომენტარებით, რომელიც ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო აკავშირებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრაინის მოვლენებს. უკრაინას გააჩნია პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსთან, ქართველი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი, ახლა უკრაინაში ყველა უკრაინელია და ყველა ომშია. ეს არის ომი ევროპისთვის და მათ შორის, ომი საქართველოსთვის. არ აქვს მნიშვნელობა და არავინ არ ეკითხება, რომელი პარტიული ბილეთები აქვს ამა თუ იმ ქართველს, ვინც მზად არის დაეხმაროს უკრაინას", - ამბობს კასიანოვი.
გუშინ, 2 მარტს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და უკრაინის მთავრობა, ნაციონალურ მოძრაობასთან კოორდინაციით, საქართველოს "სამხედრო კონფლიქტში ჩათრევის" მცდელობაში დაადანაშაულა.