logo
ENG



უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური: ჩვენი მიზანია რუსეთის ძალების გამოფიტვა

28 მარ 202315:29
3 წუთის საკითხავი
clock 535
2023/03/28/uoxr6dk3kjggumw.jpg

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინული არმიის მიზანია რუსეთის ძალების გამოფიტვა და ის, რომ მტერმა დიდი დანაკარგი განიცადოს.

"რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღების მცდელობებს, უკრაინული ძალების ამოცანაა მტრის ძალების გამოფიტვა და ის, რომ მტერმა დიდი დანაკარგი განიცადოს. რუსები თავიანთი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ბახმუტის მიმართულებით ცდილობენ", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

სირსკის თქმით, რუსეთის ძალების გამოფიტვა და დიდი სამხედრო დანაკარგები შექმნის აუცილებელ პირობებს, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის მიწის გათავისუფლებას და უკრაინელების გამარჯვებას დააჩქარებს.

მანამდე, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა განაცხადა, რომ ბახმუტისთვის ბრძოლის ყველაზე ინტენსიური ეტაპი ახლა მიმდინარეობს, ვითარება კი სტაბილურად მძიმეა. სირსკის თქმით, მტერი ადამიანურ რესურსებში, იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაში მნიშვნელოვან ზარალს განიცდის, მაგრამ შეტევითი ოპერაციების წარმოებას აგრძელებს.


close დახურვა