logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გასული წლის შემოდგომიდან, მტრის 700-მდე რაკეტა ჩამოვაგდეთ

15 მარ 202314:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/15/b9hagfk608urbgt.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, გასული წლის შემოდგომიდან, უკრაინელებმა რუსული ძალების 700-მდე რაკეტა ჩამოაგდეს.

"მხოლოდ 11 სექტემბრიდან დღემდე, საჰაერო თავდაცვას 700-მდე რაკეტა აქვს ჩამოგდებული. [უკრაინის] თავდაცვის მინისტრმა ნორვეგიელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური თავდასხმების შემდეგ, მტერმა 820 საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ისინი [რუსები] ამ რაკეტებს წლების განმავლობაში აწარმოებენ, ზოგიერთს კი ათწლეულების განმავლობაში", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

უკრაინის ცნობით, მთლიანობაში, მტერმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე 15 მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. ბოლო თავდასხმა 9 მარტს მოხდა და 6 საათზე მეტხანს გააგრძელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ ბოლო დაბომბვისას მტერმა სხვადასხვა ტიპის 84 რაკეტა გაისროლა. დაბომბვის შედეგად, რამდენიმე ელექტროსადგური დაზიანდა. ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით ყველაზე რთული ვითარება ხარკივისა და ჟიტომირის რეგიონებშია.


close დახურვა