logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 10 დრონიდან 5 ჩამოვაგდეთ

30 დეკ 202311:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/30/d7ngp43ysaqdqv3.png

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 10 დრონიდან 5 ჩამოაგდეს.

"ღამით რუსებმა უკრაინას 10 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. მათგან 5 უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერთან 56 სამხედრო შეტაკება მოხდა. საერთო ჯამში, მტერმა 150 სარაკეტო და 74 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 84", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა