უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 15 დრონიდან 14 ჩამოაგდეს.
"გუშინ ღამით 14 დრონი განადგურდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა დრონები ნიკოლაევის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხმელნიცკის რეგიონებში ჩამოაგდეს.
ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 15 უპილოტო საფრენი აპარატი პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან გაუშვეს", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.