logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 15 დრონიდან 9 ჩამოვაგდეთ

12 დეკ 202310:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/12/dtmloddtwb8lhow.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 15 დრონიდან 9 ჩამოაგდეს.

"სულ დაფიქსირდა 15 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება უკრაინის ტერიტორიაზე, აქედან 9 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში გავანადგურეთ.

გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა 2 X-59 მართვადი რაკეტა გაანადგურეს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა