logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 19 დრონიდან 13 ჩამოვაგდეთ

26 დეკ 202309:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/26/cdek3hx3omp2255.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 19 დრონიდან 13 ჩამოაგდეს.

"25 დეკემბრის 18:30 საათიდან 26 დეკემბრის 03:00 საათამდე მტერმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია.

საერთო ჯამში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, კერძოდ, პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან 19 დრონის გაშვება დაფიქსირდა", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა