logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 23 დრონიდან 18 ჩამოვაგდეთ

04 დეკ 202310:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/04/3v8qxmo1dbqbivr.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 23 დრონიდან 18 ჩამოაგდეს.

"საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურდა 18 უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი X-59 მართვადი რაკეტა. საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის სულ მცირე 9 რეგიონში", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე დრონები გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების უმეტესობა მიკოლაევის რეგიონში ჩამოაგდეს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა