უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 35 დრონიდან 15 ჩამოაგდეს.
"გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 15 მათგანი გაანადგურა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების უპილოტო საფრენი აპარატები კიევში, ნიკოლაევის, სუმის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ხარკივისა და ხერსონის რეგიონებში ჩამოვაგდეთ", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.