logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 49 დრონიდან 21 ჩამოვაგდეთ

31 დეკ 202312:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/31/1kpcxbk8eroaq6u.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 49 დრონიდან 21 ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით რუსი ოკუპანტები უკრაინას Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. სულ დაფიქსირდა 49 დრონის გაშვება.

ამასთან, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ხარკივს ექვსი S-300 მართვადი საზენიტო რაკეტით შეუტიეს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა